პრეცედენტი

პრეცედენტი

E. precedent

Fr. precedent

L. Praecedens (praecedentis) წინამორბედი, წინმავალი

1. შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს შემდგომ მომხდარ, ასეთივე სახის შემთხვევების გამართლების საფუძველს;

2. კონკრეტულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს ან სახელმწიფოს სხვა ორგანოს გადაწყვეტილება, რომლის გათვალისწინება სავალდებულოა შემდგომში ანალოგიური საქმეების გადაწყვეტისას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. პრეცედენტი – იდენტურ ან მსგავს დავაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლისათვის.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

…..

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1.
TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……