პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება

პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულ ფართობზე, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებადი ურთიერთობის საფუძველზე ინვესტორს ენიჭება საქართველოს წიაღში ან/და კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების ექსკლუზიური უფლება. ინვესტორი იღებს ვალდებულებას თავისი რისკითა და ხარჯებით, ხელშეკრულების შესაბამისად, აწარმოოს ძებნა-ძიებისა და მოპოვების ყველა სამუშაო. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ნავთობისა და გაზის აღმოჩენის და მოპოვების შემთხვევაში ხელი შეუწყოს ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად.   Source: საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……