პროექტი

პროექტი

კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოიცავს დაგეგმვის, კვლევის, პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს არჩეული საკითხის შესაბამისად. პროექტი განხორციელებულად ჩაითვლება, თუკი მისი შედეგები თვალსაჩინოდ და დამაჯერებლად არის წარმოდგენილი (მაგ. წერილობითი დოკუმენტი, მაკეტი, ინსცენირება, დებატები, აქცია, თანმიმდევრული ღონისძიებები და ა.შ.).

შესაძლებელია, მოსწავლემ პროექტი შეადგინოს და განახორციელოს ინდივიდუალურად, მაგრამ უფრო ნაყოფიერი და წარმატებულია ჯგუფური სამუშაო.

პროექტის საკითხებს მოსწავლეები შედარებით ხანგრძლივი დროის (ერთი ან რამდენიმე კვირის) განმავლობაში ამუშავებენ და შემდგომ წარუდგენენ მთელ კლასს ან უფრო ფართო აუდიტორიას.

პროექტის განხორციელება მოსწავლეს უვითარებს მიღებული ცოდნის და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევებს.

„რატომ“ კითხვები – „რატომ“ კითხვები ხშირად გამოიყენება მიზეზების დადგენის მიზნით. „რატომ“ კითხვები მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც გვინდა მოსწავლეების ყურადღება გავამახვილოთ მიზეზ-შედეგობრიობაზე. მაგ. ისტორიის სწავლებისას ვსვამთ არა მხოლოდ „როდის, რა, სად, ვინ” კითხვებს, არამედ „რატომ“ კითხვასაც იმისთვის, რომ გავარკვიოთ მოვლენის მიზეზები ან წინაპირობები.

გასათვალისწინებელია, რომ პირად საკითხებზე საუბრისას „რატომ კითხვის“ დასმა გარკვეულ სირთულეებს იწვევს. იგი მოითხოვს რესპონდენტისაგან საკუთარი ქცევის ანალიზს. ხშირად ადამიანებს უჭირთ იმის ახსნა, თუ რატომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. განსაკუთრებით მაშინ, თუ რესპოდენტის ქცევა საკუთარი თავისათვის დამღუპველი ან წამგებიანია, „რატომ კითხვა“ აღრმავებს მის უიმედობას და ზრდის არაადეკვატურობას.

ასეთ შემთხვევებში უფრო ეფექტური და მისაღები იქნება, ნაცვლად კითხვისა „რატომ“, დავსვათ კითხვა „რა?“; კითხვაზე „რა“ რესპონდენტები უფრო ადვილად პასუხობენ, ვიდრე კითხვაზე „რატომ“, რომელიც თვითანალიზს გულისხმობს.

მაგალითი: ,,რა სახის უსიამოვნებები გაქვთ თქვენს შვილთან?“ – ამ კითხვაზე რესპონდენტისთვის პასუხის გაცემა უფრო იოლია, ვიდრე ,,რატომ გაქვთ უსიამოვნებები თქვენს შვილთან?“…

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 1: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 1) : [ფ.ა.][MFN: 95118]

E. project, plan, draft

G. project

L. projectus წინ წამოწეული

1. რაიმეს მოწყობის, აგების დამუშავებული გეგმა;

2. რაიმე დოკუმენტის ტექსტის წინასწარი, სავარაუდო ტექსტი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……