პროკურატურა

პროკურატურა

E. Office of Public Prosecutor

L. procuratio, procurare მზრუნველობა, მართვა

1. კანონის შესრულებასა და კანონიერებაზე ზედამხედველი სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს კანონდამრღვევთა სასამართლოს წინაშე წარდგომას;

2. საქართველოს პროკურატურა არის სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში. აკრძალულია საგანგებო ან სპეციალური პროკურატურების შექმნა. საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურორს შეუძლია შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა რეგიონული ან რაიონული (საქალაქო) პროკურატურის უფლებამოსილებით. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით: ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე მოკვლევასა და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობას; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდას, იძულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებას, აგრეთვე, დაკავებას, წინასწარ პატიმრობას და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას სხვა ადგილებში; სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით („პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 1, 2).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……