პროპორციული წარმომადგენლობა

პროპორციული წარმომადგენლობა

E. Proportional representation

საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვით იმ პარტიების მიერ პარლამენტში მიღებული ადგილების რაოდენობა, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი კანდიდატები წარმომადგენლობით ორგანოში, დამოკიდებულია კანდიდატებისათვის მიცემული ხმების რაოდენობაზე. პროპორციული საარჩევნო სისტემის დროს იქმნება ერთი, ან რამდენიმე საარჩევნო ოლქი, რომლებშიც თითოეული პარტია წარადგენს საკუთარ კანდიდატებს, ხოლო ამომრჩეველი ხმას აძლევს შესაბამის პარტიებს. არჩევნების შედეგების გამოსავლენად განისაზღვრება მინიმალური ნორმა, რომელიც საჭიროა ერთი მანდატის მოსაპოვებლად. პარტიულ სიაში მანდატები ნაწილდება, როგორც წესი, კანდიდატების მიერ სიაში დაკავებული ადგილების მიხედვით. პროპორციული საარჩევნო სისტემის სახესხვაობას წარმოადგენს საარჩევნო სისტემა „ერთადერთი გადასაცემი ხმის უფლებით”.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

2. პროპორციული წარმომადგენლობა – Proportional Representation  – სისტემა რომლის დროსაც მანდატების გადანაწილება ხდება მიღებული ხმების პროპორციულად. აღნიშნული სისტემა გამოიყენება მხოლოდ მრავალმანდატიან ოლქებში. პარტიები მანდატებს იღებენ მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……