პროსტიტუცია

პროსტიტუცია

(ლათ. – prostitutis – შერცხვენა, წაბილწვა – ე. წ. უძველესი პროფესია, რომლის წარმომადგენლები (ძირითადად ქალები) ყიდიან თავიანთ სხეულს გასამრჯელოს მიღების მიზნით. ეს სოციალური მოვლენა ძველთაგანვეა ცნობილი და ყველა საზოგადოებრივი ფორმაციისთვისაა დამახასიათებელი. სხვადასხვა კულტურებში არსებობდა და არსებობს სხვადასხვა სახის პროსტიტუცია: ქუჩის, საროსკიპოს, ტაძრის, საერო, სამასპინძლო და ა. შ. არ არსებობს ერთიანი აზრი პროსტიტუციის წარმოქმნის და მისი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით პროსტიტუციის მიზეზი სოციალურ-ეკონომიოური კრიზისი და გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემებია. XX საუკუნეში ელექტრონული ტექნოლოგიების გავრცელებისა და გლობალიზაციის პროცესის მომძლავრების ფონზე მოხდა სექსუალური მომსახურების, სექსმუშაკის, როგორც პროფესიის დამკვიდრება, რომლის წარმომადგენლები ჩართულნი არიან როგორც ჩვეულებრივ პროსტიტუციაში, ასევე – ვირტუალურში. მაგალითად, სექსი ტელეფონით, სექსი ინტერნეტით, სექს-შოუ და ა.შ. სექსმა და პროსტიტუციამ გართობის სფეროში გადაინაცვლა. ამავე დროს, როგ ქვეყნებში, მაგალითად, ავსტრალიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში სექს-მომსახურება, პროსტიტუცია ლეგალიზებულია და მისი სტატუს-კვო კანონმდებლობით რეგულირდება. თუმცა ამავე ქვეყნებში არსებობს ე.წ. არაკანონიერი პროსტიტუციაც, რომელშიც ჩართულნი არიან ორივე სქესის არასრულწლოვანნი, ტრეფიკინგის მსხვერპლნი და ა.შ. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა პროსტიტუციის ლეგალიზაციის თაობაზე.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……