პროტექციონიზმი

პროტექციონიზმი

შიდა ბაზრის იმპორტისაგან დაცვის პოლიტიკა, რომელიც ამ მიზნით იყენებს ტარიფებს, კვოტებს, სუბსიდიებსა და სხვა საშუალებებს. პ-ის მთავარი ამოცანა სამამულო წარმოების განვითარებაა. პ–ს შეიძლება მიმართავდეს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო ერთად. ეკონომიკის კლასიკური ლიბერალური თეორია, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა, ტარიფებისა და ვაჭრობის სხვა შემზღუდავი ბარიერების, მაგვარად, პ-ის წინააღმდეგაც გამოდის. ეს თვალსაზრისია ჩადებული ტარიფებისა და ვაჭრობის საყოველთაო შეთანხმებასა და (GATT) და მისი მემკვიდრე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წესდებაში. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ტარიფებისა და ვაჭრობის სხვა ბარიერების შემცირებას ცდილობს. პ-ის დამცველებად გამოდიან ნეომერკანტილისტები, რომელთა უმრავლესობა მესამე სამყაროს ქვეყნების წარმომადგენლები არიან.

See also: ტარიფი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. protectionism

Fr. protectionnisme

L. protectio

1. სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის მიზანია ქვეყანაში შემოსულ საქონელზე მაღალი ბაჟის დაწესების, კვოტირების, განსაზღვრული საქონლის შემოტანის აკრძალვით ეროვნული მეურნეობის დაცვა უცხოური კონკურენციისგან;

2. შრომითი უნარ-ჩვევების, ცოდნის, გამოცდილების გათვალისწინების გარეშე პირადი ნაცნობობით სამსახურში მიღების პრაქტიკა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……