პროტოკოლი TSP/IP (გადაცემის მართვის პროტოკოლი/ინტერნეტის პროტოკოლი)

პროტოკოლი TSP/IP (გადაცემის მართვის პროტოკოლი/ინტერნეტის პროტოკოლი) – (ინტ.) – transmission control protocol / Internet protocol, TCP\IP ინტერნეტისათვის სპეციალურად შექმნილი პროტოკოლების ნაკრები, რომელიც გაერთიანებულ ქსელთა შორის კავშირის საფუძველს წარმოადგენს; მოიცავს კომპიუტერთა შორის კავშირის სტანდარტებს და შეთანხმებებს ქსელთაშორისი შეერთებებისა და შეტყობინებათა მარშრუტიზაციის შესახებ. პროტოკოლი TCP მონაცემთა დაუმახინჯებლად გადაცემისა და მიღების გარანტიას წარმოადგენს; IP პროტოკოლი ქსელის ფიზიკურ მისამართებს ლოკალურ IP მისამართებს ანიჭებს და მისი საშუალებით ხდება ქსელის სამი სამართო სივრცის ორგანიზაცია. პროტოკოლთა ნაკრებში ასევე შედიან: ფაილთა გადაცემის პროტოკოლი FTP, რომელიც ვებ – სივრციდან გამოსვლისა და სპეციალურ FTP – სერვერებში შეღწევის საშუალებას იძლე ვა, სადაც კონცენტრირებულია ტექსტური ფაილების უზარმაზარი რესურსები; ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი HTTP (იხ), და დომენური ადრესაციის პროტოკოლი DNS, რომელიც საშუალებას იძლევა მივმართოთ დომენურ კვანძებს, (ნაცვლად ციფრული IP – მისამართისა), სიმბოლური დომენური სახელების საშუალებით.     ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……