რასა

რასა

E. Race

დღემდე შემორჩენილი მცდელობა კაცობრიობის დაყოფისა ჯგუფებად, რომლებიც განსხვავდებიან შთამომავლობით გადმოცემული ობიექტურად შესამჩნევი ნიშნებით (სახის და მისი ნაკვთების კონფიგურაცია – შავკანიანი მოსახლეობა, მალაიზიელები და ა.შ.). კანის ფერით (შავკანიანები, ყვითელკანიანები, წითელკანიანები, თეთრკანიანები და ა.შ.

საუკუნის მანძილზე ეს ნიშნები საფუძვლად ედო რასიზმს, რომელიც მოწოდებული იყო, გაემართლებინა დასავლეთ ევროპის კოლონიზატორთა უმოწყალო ექსპლუატაცია კოლონიებში მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობისა, რ იქცა ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიის ქვკუთხედად ებრაელების, სლავების და სხვა „არაარიელ ხალხთა“ მიმართ, რომლებიც მილიონობით იყვნენ ფიზიკურად განადგურებული (იხ. ნაციზმი, აპარტეიდი, ანტისემიტიზმი). მიუხედავად ამისა, დღეისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი ყველა დოკუმენტი კრძალავს ნებისმიერ დისკრიმინაციას და პირველ რიგში ტრადიციულად ასახელებს „რასას“, თუმცა მის შინაარსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს 1. „რასა“ მოიცავს არა მხოლოდ ზემოდხსენებული ნიშნების მქონე ადამიანებს, მათ ჯგუფს, არამედ სხვა ეროვნული და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებს.

2. ამიტომ ტერმინი „რასობრივი დისკრიმინაცია“ განისაზღვრება ისეთ ფაქტორებზე დაფუძნებულ განსხვავებულ მოპყრობად, როგორებიცაა: რასა, კანის ფერი, ენა, რელიგია, მოქალაქეობა, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობა“ (იხ. კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რასიზმისა და შეუყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისიის №7 რეკომენდაცია (ეროვნული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა რასიზმსა და რასობრივ დისკრიმინაციასთან ბრძოლის თაობაზე).

ხშირად დოკუმენტი, რომელიც იყენებს ტერმინს – „რასა“, იქვე მიუთითებს, რომ არ იცნობს ადამიანთა რასებად დაყოფას, მაგრამ ჯერჯერობით , კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე ადამიანთა ცნობიერებაში არსებული შტამპის გამო, იძულებულია იხმაროს ეს ტერმინი.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

საკმაოდ ბუნდოვანი ტერმინი, დაკავშირებული წარმოდგენებთან კაცობრიობის ისეთ ჯგუფებად დანაწევრების შესახებ, რომლებიც განსხვავდებიან მათ წარმომადგენელთა შთამომავლობითი ფიზიკური მახასიათებლებით. ასეთი აზრით, რ-ის კატეგორია წარმოდგენილია ევოლუციისა და ბუნებრივი შერჩევის პროცესების შესატყვის არგუმენტად, როცა ხალხთა ერთი კატეგორია უფრო განვითარებულად არის წარმოდგენილი, ვიდრე მეორე. მსგავსი წარმოდგენები შემდგომ იმის მტკიცებაში გადაიზარდა, რომ ბიოლოგიურ განსხვავებებს თან ახლავს სხვა, ასევე თანდაყოლილი განსხვავებები ინტელექტისა და ქცევის მოდელების დონეზე. რასობრივი თეორია დღეს ნაკლებად პოპულარულია. სოციოლოგიას აინტერესებს ამ კონცეფციის გამოყენების თავისებურებები ერთი ჯგუფის მიერ მეორის შესავიწრებლად, მაგ., როგორც ნაცისტების მიერ ებრაელების შევიწროებისას; როგორც სამხრეთ აფრიკაში აპართეიდის სისტემის ხელშემწყობი და ა.შ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. race

Fr. race

საერთო წარმოშობითა და განსახლების ადგილით განპირობებული, საერთო მემკვიდრეობითი ნიშნების (კანის, თვალის, თმის ფერი, თავის ქალის ფორმა, სიმაღლე) მატარებელი, კაცობრიობის ისტორიულად ჩამოყალიბებული ჯგუფი. რასებს შორის განმასხვავებელი ნიშნები მეორეხარისხოვანია, ყველა რასა თანაბარია ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით და იმყოფება ევოლუციური განვითარების ერთი და იმავე საფეხურზე. თანამედროვე კაცობრიობა იყოფა ევროპეიდულ, მონგოლოიდურ და ნეგროიდულ რასად.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……