რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა

რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა

E. Fight Against Racism and Xenophobia

ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ გამოიყენებოდა სხვადასხვა ზომები სოციალური პოლიტიკის ფარგლებში. მაგალითად, ევროკავშირის მინისტრების საბჭოს რეზოლუციით 1997 წელი გამოცხადდა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ წლად, თუმცა პრაქტიკული ქმედებების განხორციელება წევრ სახელმწიფოებს ევალებოდათ 1998 წლის 25 მარტს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღო რამდენიმე დადგენილება, კომისიამ წარმოადგინა რასიზმის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა იგი მიზნად ისახავდა 1997 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების კონსოლიდირებას და ნიადაგის მომზადებას ამსტერდამის ხელშეკრულების ძალაში შესვლისათვის ამსტერდამის ხელშეკრულებამ ევროპის კავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებას დაამატა 29-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს რასმიზმისა და ქსენოფობიის აღკვეთისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისათვის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. ამით შესაძლებელი გახდა ევროკავშირის ქმედითი პოლიტიკის გატარება ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით 1997 წელს ვენაში ჩამოყალიბდა რასიზმისა და ქსენოფობიის მონიტორინგის ევროპული ცენტრი. ამ ცენტრსა და ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის კომიტეტს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად 1998 წლის 21 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება ცენტრსა და ევროპის საბჭოს შორის.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……