რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართული ევროპული კომისია

E. European Commission against Racism and Intolerance – ECRI

(შემდგომში – კომისია) ევროპის საბჭოს ორგანო. დაფუძნდა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა უმაღლეს დონეზე 1993 წელს ვენაში ჩატარებული პირველი შეხვედრის შედეგად. 2000 წელს ჩატარებულმა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციამ მოუწოდა კომისიას საქმინაობათა სფეროს გაძლიერება. 2003 წლის 13 ივნისს მინისტრთა კომიტეტმა (იხ. ევროპის საბჭო) მიიღო კომისიის ახალი სტატუტი, რომლითაც იგი რასიზმისა რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დამოუკიდებელ ორგანოდ გამოცხადდა. კომისიის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ევროპის მასშტაბით ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ კომისია იყენებს ყველა საჭირო საშუალებას, რომლითაც ებრძვის რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ეთნიკური და ეროვნული ნიშნების (იხ. ეროვნული წარმომავლობა, ეთნიკური წარმომავლობა) მიხედვით დისკრიმინაციასა და ცრურწმენად მის შემადგენლობაში დამოუკიდებელი ექსპერტები შედიან, რომლებიც პირადად მუშაობენ (მართალია, კომისიის შემადგენლობას ექსპერტი წარედგიება სახელმწიფოს მიერ, მაგრამ არჩევის შემდეგ იგი არ უნდა ასრულებდეს სახელმწიფოს დავალებებს და იცავდეს სახელმწიფოს ინტერესებს კომისიაში) კომისიის მუშაობა სამი მიმართულებით მიმდინარეობს 1. წევრ სახელმწიფოში სიტუაციის შესწავლა დაგეგმილი ცხრილის მიხედვით – ხუთწლედში ერთხელ 2. ზოგადი ხასიათის პოლიტიკური რეკომენდაციების შემუშავება 3. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა კომისიის სამუშაო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა „მიდგომა ქვეყნების მიხედვით“, რომლის მეშვეობით იგი დეტალურად აანალიზებს სიტუაციას ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში არსებული რასიზმის და შეუწყნარებლობის პრობლემატიკასთან დაკავშირებით. ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად, კომისია აგზავნის სახელმწიფოში ჯგუფებს ადგილზე ვითარების შესასწავლად. ჯგუფი ხვდება სახელმწიფოს ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვა ინსტიტუტების წარმომადგენლებს, აგრეთვე ფიზიკურ პირებს, რომელთაც შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. კომისია ამზადებს მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოხსენებას, როემლიც შენიშვნებისათვის ეგზავნება სახელმწიფოს კომისიის მიერ შენიშვნების გაზიარების შემთხვევაში ისინი მოხსენებაში აისახება, ან დანართის სახით მიეკვრება მოხსენებას, კომისიის მოხსენება მოიცავს როგორც სახელმწიფოში არსებული ვითარების ანალიზს, ასევე რეკომენდაციებს, თუ რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ პრობლემების მოსაგვარებლად. საბოლოო მოხსენება ეგზავნება სახელმწიფოს და მინისტრთა კომიტეტს (იხ. ევროპის საბჭო). თუ სახელმწიფო არ არის წინააღმდეგი, მოხსენება საჯაროდ ქვეყნდება სახელმწიფოში ვიზიტები ციკლურ ხასიათს ატარებს, პირველი რაუნდი დასრულდა 1998 წელს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იმ დროისათვის ევროპის საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ; მეორე რაუნდი 2002 წლის დეკემბერში დასრულდა (სწორედ ამ პერიოდში მოეწყო საქართველოში პირველი საკონტაქტო ვიზიტი, რომლის საფუძველზე 2002 წელს მომზადდა და გამოქვეყნდა მოხსენება); 2003 წელს დაიყო მესამე რაუნდი (საქართველოში ვიზიტი დაგეგმილია 2006 წელს). მესამე რაუნდის მოხსენებებში ყურადღება გამახილდება იმაზე, თუ როგორ შეასრულა სახელმწიფომ წინა ვიზიტის შედეგად კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რა შედეგები გამოიწვია მათმა შესრულებამ და როგორია რასიზმის, ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით კომისიასა და სახელმწიფოს შორის არსებული თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობა კომისიის ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაციები, რომლებიც ყველა წევრი სახელმწიფოს აუცილებელ შიდასახელმწიფოებრივ საქმიანობას განსაღვრავს. ამ რეკომენდაციების რაოდენობა დღესდღეობით ცხრას აღწევს; ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (1996 წელი); ეროვნულ დონეზე არსებული რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო სპეციალური ორგანოები (1997 წელი); ბრძოლა ბოშათა მიმართ არსებული რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (1998 წელი); ბრძოლა მუსლიმანთა მიმართ არსებული შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ (2000 წელი); რასიზმთან დაკავშირებით მეშვიდე რეკომენდაციაში მოცემულია ისეთი მნიშვნელოვანი ცნებების განმარტებანი, როგორებიცაა: რასიზმი, პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია. (იხ. რასიზმი, პირდაპირი დისკრიმინაცია, არაპირდაპირი დისკრიმინაცია) და შეუწყნარებლობასთან ბრძოლის ეროვნული კანონმდებლობის შესახებ (2002 წელი) დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მერვე და მეცხრე რეკომენდაციებს – კომისიამ დაგმო ტერორიზმი, მაგრამ ამავე დროს, მოითხოვა სახელმწიფოებისგან, მიეღოთ ზომები, რათა 11 სექტემბრის ტერაქტი და შემდგომი მოვლენები არ გადაზრდილიყო რასიზმში, ანუ მუსლიმანების წინააღმდეგ გაუმართლებელ ბრძოლასა და დისკრიმინაციაში (2004 წლის 17 მარტი), ხოლო ამავე წლის 25 ივნისს კომისიამ აღნიშნა ანტისემიტური ხასიათის სხვადასხვა სახის ქმედებების რაოდენობის ზრდა მოვლენის აღმოსაფხვრელად კომისიამ მოამზადა და ჩაატარა ევროპული კონფერენცია რასიზმის წინააღმდეგ (13.X.2000) და დიდი წვლილი შეიტანა მსოფლიო კონფერენციის მომზადება-ჩატარებაში, რომელიც მიეძღვნა ბრძოლას რასიზმთან, რასობრივ დისკრიმინაციასთან, ქსენოფობიასა და შეუწყნარებლობასთან (31.VIII-8.IX.2001).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……