რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი

რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი

E. Committee on Racial Discrimination

კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (1969) მიზნად ისახავს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ რასობრივი დისკრიმინაციის, განსაკუთრებით რასობრივი სეგრეგაციისა და აპარტეიდის პრაქტიკის აკრძალვასა და აღმოხვრას. შექმნილი კომიტეტი ზედამხედველობას უწევს ამ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას. კომიტეტი შედგება 18 დამოუკიდებელი ექსპერტისაგან, რომლებიც აირჩევიან 4 წლის ვადით. კომიტეტი განიხილავს მოხსენებებს, რომლებსაც სახელმწიფოები წარუდგენენ კონვენციის დებულებათა შესრულების მიზნით. კომიტეტი მოქმედებს პროცედურის წესების მიხედვით (მე-10 (1) მუხ.). კომიტეტი განიხილავს კონვენციის მონაწილე ამა თუ იმ სახელმწიფოს შეტყობინებას სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შესახებ (მე-11 მუხ.). კონვენციის თანახმად, შეიძლება შეიქმნას ad hoc (კონკრეტული საქმის განსახილველად) შეთანხმებული კომისია (მე-12 მუხ.); იგი განიხილავს კონვენციის მონაწილე ამა თუ იმ სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფ ინდივიდთა ან მათი ჯგუფის შეტყობინებას შესაბამისი სახელმწიფოს მიერ კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევის შესახებ. პირმა, ან პირთა ჯგუფმა, რომელიც ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა, კომიტეტისადმი მიმართვამდე უნდა ამოწუროს დარღვეულ უფლებათა აღდგენისათვის ქვეყნის შიგნით არსებული საშუალებები.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……