რატიფიკაცია

რატიფიკაცია

E. ratification, sanction, validation

Fr. ratification

L. ratus გადაწყვეტილი, დამტკიცებული + facere კეთება

1. სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება, რომელიც ხელმოწერილია ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიერ, რაც ხელშეკრულებას აძლევს იურიდიულ ძალას;

2. საქართველოს მიერ მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა (თანხმობის გამოხატვის სხვა ფორმებია: დამტკიცება, შეერთება (“საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 3).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. რატიფიკაცია – Ratification  – (დამტკიცება, შეერთება) სახელმწიფოს მიერ მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ფორმა.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……