რაციონალური არჩევანის თეორია

რაციონალური არჩევანის თეორია

სხვანაირად რაციონალური მოქმედების თეორიასაც უწოდებენ. თავიდან ცნობილი გახდა გაცვლის თეორიის (პიტერ ბლაუ, ჯორჯ ჰომანსი) სახელით და წარმოადგენდა ოპოზიციურ რეაქციას პარსონსის „გრანდთეორიაზე“, რომელიც, მართალია, „ერთეული აქტის“ განხილვით იწყება, მაგრამ საბოლოო ანგარიშით, სოციალური და კულტურული სისტემის ინტერესებს ანაცვლებს ინდივიდის ვოლუნტარისტულ ავტონომიურობას. რაციონალური მოქმედების თეორია (ჯ. კოლემანი, ჯ. ელსტერი, მ. ჰოლისი, ჯ. გოლდსორპი), პირიქით, სოციალური სისტემისა და კოლექტივის ინტერესებს უგულებელყოფს და ამოსავლად ინდივიდის კერძო ინტერესებს აცხადებს. ამ თეორიას აქვს მკაფიო ჩამოყალიბებული უტილიტარული ხასიათი: დოგმატური საწყისი პრინციპის – არ არსებობს ისეთი რამ, რასაც საზოგადოების ინტერესები ჰქვია – ფონზე, იგი აღიარებს, რომ ინდივიდები რაციონალურად მოქმედებენ კერძო სიტუაციაში პირადი სარგებლობის (მოგების) მაქსიმალური გაზრდის უზრუნველსაყოფად და დანაკარგების მინიმუმამდე შესამცირებლად. ყოველ ინდივიდს აქვს საკუთარი უპირატესობების სკალა და ამის შესაბამისად აკეთებს არჩევანს, რამაც მას მაქსიმალური კმაყოფილება უნდა მოუტანოს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……