რაციონალური არჩევანი

რაციონალური არჩევანი

პოლიტიკური თეორია, რომელიც ნებისმიერ მოქმედ ინდივიდს პოლიტიკური ანალიზის ძირითად ერთეულად განიხილავს. რ. ა-ის თეორია ახორციელებს პოლიტიკური ურიერთობების მოდელირებას იმ ფუნდამენტური დაშვებიდან გამომდინარე, რომ მოქმედებისას ინდივიდები ყველაზე უფრო რაციონალური და უსაფრთხო მოტივებით სარგებლობენ. თეორია ემყარება მიკროეკონომიკურ თეორიებში დამუშავებულ ტექნოლოგიებს. რ.ა. ხასიათებდა ორი ძირითადი ნიშნით – გარდამავლობით და მუდმივობით. არჩევანის დედუქციები შეიძლება შემოწმდეს პოლიტიკოსების კონკრეტული მოქმედებების ფონზე. სწორედ ამ კონტქესტში გამოითქმება თეორიის საპირისპირო მოსაზრება, რომ რ.ა. შეიძლება განხორციელდეს საკითხთან დაკავშირებული მხოლოდ სრული ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, რაც პრაქტიკულად არც ერთი ინდივიდისათვის არ არის ხელმისაწვდომი.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……