რეგისტრაცია

რეგისტრაცია

E. recording, registration

L. registrum სია. Regerere რეგისტრირება, ჩაწერა

1. დავთარში ჩაწერა, სიაში, რეესტრში შეტანა. სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანა და ქონების გრაფიკული ასახვა კანონის მოთხოვნების შესაბამისად;

2. სავალდებულო პროცედურა, პირთა უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების, მათ შესახებ მონაცემთა დადგენის მიზნით სახელმწიფოსაგან უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალური ფორმის დაცვით გაკეთებული ჩანაწერი; იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებისა და მოვლენების შეტანა სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში; რაიმე მოვლენა, ფაქტი სამართლებრივ მნიშვნელობას იღებს მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში.   Source: საქართველოს კანონი „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“, 2006 წლის 18 ივლისი, მუხლი 2;   უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე მასზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში.   Source: საქართველოს კანონი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“, 2005 წლის 28 დეკემბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. რეგისტრაცია – რაიმე მოვლენის ფაქტის რეესტრში ჩაწერა, რაც მას კანონიერ ძალას ანიჭებს (მაგ. ქორწინების რეგისტრაცია)    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……