რეგულირება

რეგულირება

E. control, regulation

G. regulieren

L. regula ნორმა, წესი

1. მოწესრიგება, დალაგება;

2. წესრიგში მოყვანის მიზნით რაიმე მოქმედების, რისამე განვითარების მართვა;

3. მექანიზმის და მისი ნაწილების ისეთ მდგომარეობაში მოყვანა, რაც უზრუნველყოფს მათ სწორ და გამართულ მუშაობას;

4. შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, მონიტორინგის, ზედამხედველობისა (კონტროლისა) და კოორდინაციის განხორციელება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. რეგულირება – შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, მონიტორინგის, კოორდინაციის, ზედამხედველობისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.   Source: საქართველოს კანონი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, 2002 წლის 13 სექტემბერი, მუხლი 3;   ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის მიერ სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა), მონიტორინგის, ზედამხედველობის, კონტროლისა და კოორდინაციის განხორციელება.   Source: საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

3. რეგულირება – პროცესის რაიმე გარკვეული წესით წარმართვა, მოწესრიგება.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……