რეიტინგი

რეიტინგი

E. rating, to rate შეფასება, კლასის, კატეგორიის განსაზღვრა

სოციოლოგიური გამოკითხვების, ექსპერტების, ხმის მიცემის მეშვეობით დადგენილი პოპულარობის ხარისხი. განისაზღვრება იმ ადგილით, რომელიც უკავია ამა თუ იმ პირს კონკურენტებს შორის.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. რეიტინგი  – 1. (ფსიქოლოგია) (ინგლ. rating – შეფასება, რიგი, კლასიფიკაცია) – ტერმინი, რომელიც გამოხატავს მოცემული სკალით რაიმე მოვლენის სუბიეტურ შეფასებას. რეიტინგის მეშვეობით ხორციელდება სოციალურფსიქოლოგიური ობიექტების პირველადი კლასიფიკაცია მათი საერთო თვისებების გამოხატვის ხარისხის მიხედვით (საექსოერტო შეფასებები). სოციალურ მეცნიერებებში რეიტინგი გამოიყენება შეფასებათა მრავალგვარი სკოლების შესაქმნელად, კერძოდ, შრომითი მოღვაწეობის სხვადასხვა მხარეების, ცალკეული პირების პოპულარობის, პრესტიჟული პროფესიების და სხვ. შეფასებისას. ამ დროს მიღებულ მონაცემებს ჩვეულებრივ აქვთ რიგითი სკალების ხასიათი. 2.  (ინტ.) rating ინტერნეტ – რესურსის (ტელეპროგრამის, რადიოსადგურის, ბეჭდვითი გამოცემის მსგავსად) პოპულარობის საზომი, რომელიც განისაზღვრება დროის მიმდინარე მონაკვეთში, ამ რესურსის მომხმარებელთა პროცენტული შეფარდებით ყველა სხვა  ანალოგიური რესურსების მომხმარებელთა საერთო რიცხვთან. რეიტინგის ერთი პუნქტი ერთ  პროცენტს შეესაბამება.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……