რეკვიზიცია

რეკვიზიცია

E. requisition

G. requisition

L. requisitio მოთხოვნა

სახელმწიფო ან სამხედრო ხელისუფლების მიერ გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ ან განსაზღვრული დროით მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული ქონების იძულებითი გასხვისება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. რეკლამა

პროცესი და საშუალებები (მასმედია), რომელთა მეშვეობითაც მოხმარების საგნების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მომხმარებელს. რ-ის ნიშნები უკვე XV ს-ში შეინიშნება, როდესაც „მოძრავი ანბანით“ ბეჭდვა გამოიგონეს. დღეს რ-ს განიხილავენ არა მხოლოდ როგორც სიუხვის უშუალო ნიშანს და მაჩვენებელს, არამედ როგორც კულტურის მოვლენას, თავისუფლების მაჩვენებელს, აღიქვამენ როგორც რაღაც ფუნდამენტურ ღირებულებას, რომლის მნიშვნელობა ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა გახდა თანამედროვე სოციოლოგიაში. ნიშნებით აქტიური მანიპულირება იქამდე მიდის, რომ ნიშანი და საქონელი ერთიან მთელში შეირწყმება (ჟან ბოდრიარდი, 1970). არსებობს რ-ის ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური მეთოდების მთელი არსენალი. მასიურმა რ-მ შექმნა მომხმარებლური ციებ-ცხელება. სოციოლოგების აზრით, რ. განაპირობებს მომხმარებლის პერსონალური და პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას. სოციოლოგები მიუთითებენ, რომ რ. სერიოზულ მარეგულირებელ ფუნქციებს ასრულებს საზოგადოებაში, რადგან კურნავს ფსიქიკურ არამდგრადობას. მეორე ასპექტია ზემოქმედება მაუწყებლობის ზოგად შინაარსზე, იგი გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შინაარსისა და სტრუქტურის ორგანიზაციაზე, მოქმედებს როგორც სისტემის პატრონაჟი, ემსახურება უფრო წარმოებას, ვიდრე პოლიტიკური დემოკრატიის ღირებულებების დაცვას. თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაში რ. არის საზოგადოების ქვესისტემა, რომელიც ეკონომიკური კომუნიკაციებით განპირობებულ სოციალურად და კულტურულად აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. reclaim, to reclaim ყურადღების მიპყრობა

L. reclamare ხმამაღლა შეპასუხება, პროტესტის ხმაურით გამოთქმა, ხმამაღლა წამოყვირება, მოწოდება

1. განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო – ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერის გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით;

2. საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესების ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას (საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“, მუხლი 3.1).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

3. რეკლამა – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.   Source: საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, 2004 წლის 23 დეკემბერი, მუხლი 2;   განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერი შესაძლო ფორმით, მათ შორის უწყებების, ნიშნების, ეტიკეტების, სავიზიტო ბარათების, წერილების, კატალოგების, ფასების ნუსხათა ჩვენებით, სურათების, ფოტოების გამოფენით, კინოფილმების დემონსტრაციით, აუდიო ან ტელეგადაცემებით, კომპიუტერული ქსელებით, სხვადასხვა ჩანაწერების გავრცელებით და ნებისმიერი სხვა მსგავსი სახით.   Source: საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……