რეკონსტრუქცია

რეკონსტრუქცია

E. reconstruction, modernization, rehabilitation

G. rekonstruktion

L. re … რე…+ construere შენება

1. საწარმოს, კორპორაციის, ორგანიზაციისა და კაპიტალის გარდაქმნა ფინანსური საქმიანობის გაუმჯობესებისა და ამაღლებისთვის;

2. რისამე აღდგენა გადარჩენილი ნაშთების, შემონახული აღწერების საფუძველზე; 3. რისამე ძირფესვიანი გადაკეთება, გარდაქმნა გაუმჯობესების მიზნით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. რეკონსტრუქცია – უძრავი ქონების სახეცვლილება, რომლის შედეგადაც არსებითად შეიცვალა ქონების ფართობი და საბაზრო ღირებულება.   Source: საქართველოს კანონი „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“, 2006 წლის 29 დეკემბერი, მუხლი 2;   შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლის, გადაკეთების, აღდგენა-რეაბილიტაციის ან/და რეგენერაცია-ადაპტაციის მიზნით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც იწვევს მისი კონსტრუქციული ელემენტების ცვლილებებს. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის მიმართ რეკონსტრუქციის ცნება განისაზღვრება „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.   Source: საქართველოს კანონი „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“, 2000 წლის 27 ოქტომბერი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……