რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი

E. European Bank of Reconstruction and Development (EBRD)

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი 1991 წელს დაარსდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის მხარდაჭერის მიზნით. დღეს ბანკი ინვესტიციების საშუალებით ცდილობს ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 27 ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიული სახელმწიფოების მშენებლობას რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია ამ რეგიონში, რომელიც საკუთარი ფინანსების გარდა მობილიზებას უკეთებს უცხოურ ინვესტიციებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის. ბანკის მესაკუთრეა სამოცი ქვეყანა და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწილეები ძირითადად საჯარო სექტორს წარმოადგენენ, ინვესტიციები უმთავრესად კერძო სექტორში ხორციელდება. ინვესტიციების საშუალებით რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი ხელს უწყობს სტრუქტურულ და სექტორულ რეფორმებს, კონკურენციის განვითარებასა და პრივატიზაციას, ძლიერი ფინანსური ინსტიტუციებისა და სამართლებრივი სისტემების ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურების განვითარებას და სხვა რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მანდატის თანახმად, ბანკი ითანამშრომლებს მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნებიან.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……