რესპონდენტი

რესპონდენტი

პირი, რომელიც სოციოლოგიურ გამოკითხვაში (ანკეტირებაში ან ინტერვიუში) მონაწილეობს და ინფორმაციის წყაროს ან კომუნიკატორს წარმოადგენს. პირველადი სოციალური მონაცემები დასმულ კითხვებზე გაცემული შესაბამისი პასუხების სახით მიიღება. რ-ს სოციოლოგიურ გამოკვლევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ბევრადაა დამოკიდებული კვლევის საბოლოო შედეგების საიმედოობა (სანდოობა).

რ-ები შეიძლება იყვნენ როგორც ექსპერტები (სპეციალური რ-ები, რომლებიც თავიანთი პროფესიული საქმიანობის ან ცხოვრებისეული გამოცდილების გამო საკვლევ თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ), ისე ტიპური წარმომადგენლები (ე.ი. საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენის, ჯგუფის წევრები, რომლებსაც შესასწავლი საკითხის შესახებ გარკვეული ცოდნა აქვთ).

არსებობს რ-თა სხვა ტიპებიც; ლ.რ. გორდენი (L.R. Gorden) სამი ტიპის რ-ს გამოყოფს: 1. ძირითადი ინფორმატორები (მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია კვლევის სტრატეგიულ პრობლემებს ეხება), 2. სპეციალური რ-ები (პირები, რომლებიც მკვლევარს გამოკვლევის პრობლემასთან უშუალოდ დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიან), 3. ტიპური წარმომადგენლები (სოციალური ჯგუფებისა და დემოგრაფიული პოპულაციების წარმომადგენლები). კ. პლამერი (K. Plummer) განასხვავებს რ-თა შემდეგ ტიპებს: ტიპური (ჩვეულებრივი) წარმომადგენლები (მოსახლეობის ფართო მასების ნიმუშები), მარგინალები (რომლებიც ორ კულტურას შორის კონფლიქტის მატარებლები არიან), ექსტრემალური ტიპები (ისინი გარკვეული ტენდენციის მაჩვენებლები არიან) და აგრეთვე, გამოჩენილი პიროვნებები (რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს გარკვეული სფეროს განვითარებაზე ან გარკვეულ ეპოქაზე).

რ-ის ნაცვლად ზოგჯერ ხმარობენ ტერმინს „ინფორმანტი“, როდესაც გამოკვლევის დროს არაფორმალური კვლევითი ტექნიკა (როგორიცაა, მაგ., არასტრუქტურიზებული ინტერვიუები) გამოიყენება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. respondent, to respond პასუხის გაცემა

L. respondere პასუხის გაცემა, გამოხმაურება

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით წარმართული გამოკითხვის, ანკეტირების, ინტერვიუს ობიექტი პირი.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……