რეტრიტიზმი

რეტრიტიზმი

მერტონის მიხედვით, დევიაციის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ინდივიდები უარყოფენ როგორც საზოგადოებაში (კულტურაში) აქცენტირებულ (გაზიარებულ) მიზნებს, ისე მიზნის მიღწევის ლეგიტიმურ (ინსტიტუციურ, კანონიერ) საშუალებებს. ეს ადამიანები „ამოვარდნილები“ არიან საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, თავს გრძნობენ „უცხოებად“, განდგომილნი არიან ადამიანებისაგან, იკეტებიან თავიანთ სამყაროში, ხდებიან მარტოსულები. ასეთ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნიან მაწანწალები, ლოთები, ნარკომანები… მერტონი ყურადღებას ამახვილებს რ-ის სოციალურ-სტრუქტურულ წყაროებზე – ხშირად არსებული სოციალური გარემო ზღუდავს ან საერთოდ კეტავს ინდივიდისათვის ხელმისაწვდომი ინსტიტუციური საშუალებებით წარმატების მიღწევის შესაძლებლობას. იქმნება ორმაგი კონფლიქტი – მორალური ვალდებულება იმისა, რომ გამოყენებული იქნეს მხოლოდ კანონიერი საშუალებები, წინააღმდეგობაში მოდის გარეგან იძულებასთან – მიზნის მისაღწევად მოხდეს აკრძალული, მაგრამ ეფექტური საშუალებების გამოყენება. ამდენად, ინდივიდს ერთმევა შესაძლებლობა, გამოიყენოს საშუალებები, რომლებიც კანონიერიც იქნებოდა და ეფექტურიც. კონფლიქტი გადაიჭრება როგორც მიზნების, ისე საშუალებების უარყოფის გზით, ინდივიდი ხდება ტოტალურად გაუცხოებული. მარტოობაში გაქცევა არის არჩევანის შედეგი და არა დამარცხების სიმპტომი. რ. დევიაციის უფრო ინდივიდუალური ტიპია, ვიდრე კოლექტიური.

See also: ამბოხი, ინოვაცია, რიტუალიზმი

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……