როგორ აარიდოთ თავი ციხეს თუ მართლა დამნაშავე ხართ

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

იუსტიციის  სამინისტრომ  დაიწყო  ახალი,  “განრიდების  პროგრამა”  არასრულწლოვანებისთვის.პროგ­რა­მა  ძა­ლა­ში  15  ნო­ემ­ბ­რი­დან  შე­ვი­და.  ფორმულა  მარტივია,  თუ  დანაშაული  იმდენად  უმნიშვნელოა,  რომ  დამნაშავის  დაპატიმრება,  სასამართლო  წარმოება  და  ციხეში  მისი  შენახვა  გაცილებით  ძვირი  ჯდება,  სახელმწიფო  არც  დააპატიმრებს  და  არც  სახსრებს  დახარჯავს  დამნაშავეზე.  სანაცვლოდ,  დამნაშავეს  დაეკისრება  საზოგადოებრივი  სამუშაოს  შესრულება  ანაზღაურების  გარეშე.  ახლო  მომავალში  პროგრამა  სრულწლოვანებისთვისაც  ამოქმედდება.

ტერმინი  განრიდება  ნიშნავს  –  პირის  გათავისუფლებას  სისხლისსამართლებრივი  პასუხიმგებლობისგან.რაც  გამოიხატება  იმაში  რომ  ადამიანს  არ  უხდება  ბრალდებულის  სტატუსით  სასამართლოში  მოხვედრა,  არ  ექნება  არანაირი  პირობითი  მსჯავრი,  არ  ექნება  ნასამართლობა  და  არ  მოხდება  მისი  რაიმე  სახით  შეზღუდვა.  ,,არასრულწლოვანთა  განრიდების  პროგრამა“  ორიენტირებულია    არასრულწლოვანთა  რესოციალიზაციაზე,  მათ  სრულფასოვან  რეაბილიტაციასა  და  საზოგადოებაში  ღირსეულ  ადამიანად  რეინტეგრაციაზე.

პროგრამის  მიხედვით,  არასრულწლოვანთან  იდება  ხელშეკრულება,  რომელზეც  ზედამხედველობა  სოციალურ  მუშაკს  და  მედიატორს  ეკისრება.  თუ  მოხდება  ხელშეკრულების  დარღვევა  არასრულწლოვანის  მხრიდან,  პროკურორს  შეუძლია  სისხლის  სამართლის  დევნა  დაიწყოს.

თავდაპირველად  პროგრამა  საქართველოს  ოთხ  ქალქში  –  თბილისში,  რუსთავში,  ქუთაისსა  და  ბათუმში  ამოქმედდება.  ამ  ქალაქებში  შეირჩევიან  მედიატორები,  რომლებიც  ადგილზე  შეისწავლიან  საქმეს.  მთავარია  ბრალდებულმა  აღიაროს  დანაშაული  და  დადოს  პირობა,  რომ  აღარ  ჩაიდენს  დანაშაულს.

“განრიდების  პროგრამაში”  მონაწილეობა  არასრულწლოვანს  მხოლოდ  ერთხელ  შეუძლია.  პროგრამაში  მონაწილეობის  ნასამართლეობის  ცნობა  არ  ექნებათ.  თუ  პროგრამის  გავლის  მიუხედავადაც,  მოზარდი  განმეორებით  ჩაიდენს  დანაშაულს,  სასჯელი  აღარ  ასცდება.