როგორ უნდა გადაწყდეს დავა? (კაზუსი)

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

შპს  “მშენებელს”  და  შპს  “მეტალს”  შორის  დაიდო  ნასყიდობის  ხელშეკრულება,  რომლის  თანახმადაც  შპს  “მეტალმა”  იკისრა  ვალდებულება  მიეყიდა  შპს  “მშენებელისთვის  კონკრეტული  ტექნიკური  მახასიათებლის  მქონდე  დიზელის  სამონტაჟო  ავტომატრისა,  ბურღით,  მარკით  აგდ-1.  ნასყიდობის  საგნის  ღირებულება  განისაზღვრა  609  000  შვეიცარული  ფრანკით.  ანგარიშწორება  უნდა  განხორციელებულიყო  ეროვნულ  ვალუტაში  საქონლის  მიწოდებიდან  ორი  დღის  ვადაში.  საქონლის  მიწოდება  უნდა  მომხდარიყო  2012  წლის  20  მაისს.  მიწოდების  ადგილად  განისაზღვრა  შპს  “მშენებელის”  იურიდიული  მისამართი.  საქონლის  გადაცემის  დროს  უნდა  შემდგარიყო  მიღება-ჩაბარების  აქტი.  საქონლის  ღირებულების  შეთანხმებულ  ვადაში  გადაუხდელების  გამო  ყოველ  ვადაგადაცილებულ  დღეზე  შემძენს  უნდა  გადაეხადა  პირგასამტეხლო.  დათქმულ  ვადაში,  2012  წლის  20  მაისს,  შპს  “მეტალმა”    შპს  “მშენებელს”  მიაწოდა  საქონელი  იურიდიულ  მისამართზე.  შპს  “მშენებელმა”  მიწოდებული  საქონელი  განათავსო  უსაფრთხოდ  თავის  ტერიოტორიაზე,  ამასთან  საქონლის  მიღება-ჩაბარების  აქტზე  შპს  “მეტალს”  არ  მოუწერა  ხელი,  ვინაიდან  პრეტენზია  გაანცხადა  ნივთის  ნაკლთან  დაკავშირებით,  კერძოდ  საქონლის  ტექნიკური  პასპორტი  არ  იყო  ნათარგმნი  ქართულ  ენაზე,  ამასთან  ვიზუალური  დათვალიერებით  ვერ  მოხერხდებოდა  საქონლის  ტექნიკური  მახასიათებლების  შესაბამისობის  დადგენა  მოთხოვნილ  პარამეტრებთან  და  ამისთვის  აჭირო  იყო  ექსპერტიზის  დასკვნა.  საექსპერტო  დაწესებულებამ  2012  წლის  20  ივლისს  გასცა  დასკვნა,  რომ  ექსპერტიაზაზე  წარდგენილი  ავტომატრისა  აგდ-1  თავისი  ტექნიკური  შესაძლებლობებით  მთლაინად  აკმაყოფილებდა  ხელშეკრულებაში  მითითებულ  პირობებს  და  ვარგისი  იყო  ექსპლუატაციისთვის.  ექსპერტიზის  დასკვნის  გაცემიდან  ორ  დღეში  შპს  “მშენებელმა”  გადაურიცხა  შპს  “მეტალს”  ნასყიდობის  საგნის  საფასური,  ამასთან  მოითხოვა  ტექნიკური  პასპორტის  თარგმნის  და  ექსპერტიზის  ხარჯის  ანაზღაურება.  შპს  “მეტალმა”  უსაფუძვლოდ  მიიჩნია  პრეტენზია  და  თავის  მხრივ  მოითხოვა  პირგასამტეხლოს  ანაზღაურება  თანხის  დაგვიანებით  ანაზღაურების  გამო.

როგორ  უნდა  გადაწყდეს  დავა?  იმსჯელეთ  მხარეთა  პოზიციების  მართებულობაზე.

შეგახსენებთ  რომ  კაზუსის  ამოსახსნელად  დაგჭირდებათ  სახელშეკრულებოს,  კერძოდ  ნასყიდობის  ხელშეკრულების,  ცოდნა  :  )