რომის ხელშეკრულებები

რომის ხელშეკრულებები

E. Treaties eaties of Rome

რომის ხელშეკრულებას ანუ ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ხელშეკრულებას 1957 წელს მოეწერა ხელი. ამავე დღეს რომში ხელი მოეწერა მეორე ხელშეკრულებას ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების შესახებ. ორივე ხელშეკრულებას თავდაპირველად ხელს აწერდნენ ბელგია, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და საფრანგეთი. ეს ორი ხელშეკრულება, პარიზის ხელშეკრულებასთან ერთად, რომელსაც ხუთი წლით ადრე მოაწერეს ხელი იმავე სახელმწიფოებმა, ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებებია. ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ხელშეკრულება ევროპის გაერთიანების დამფუძნებელი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც მოგვიანებით რამდენჯერმე შესწორდა. ყველაზე არსებითი ცვლილებები ხელშეკრულებაში ევროკავშირის დამფუძნებელმა (მაასტრიხტის) ხელშეკრულებამ შეიტანა 1991 წელს (ძალაში 1993 წელს შევიდა). ევროპის გაერთიანების ხელშეკრულების მთავარი მიზანი ერთიანი ბაზრის შექმნა იყო, რომელიც სამ ეტაპად უნდა მომხდარიყო. ერთიანი ბაზარი გულისხმობდა ერთიან საგარეო სავაჭრო ტარიფს, საქონლის თავისუფალ გადაადგილებას (რაც საბაჟო კავშირის შექმნას ნიშნავდა), პირთა თავისუფალ გადაადგილებას, და ასევე მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ეკონომიკური გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს შორის. ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებისათვის ამ ეკონომიკური მიზნების განხორციელება მჭიდრო პოლიტიკური ინტეგრაციის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……