რუანდის თაობაზე საერთაშორისო ტრიბუნალი

რუანდის თაობაზე საერთაშორისო ტრიბუნალი

E. International Tribunal for Rwanda

დაფუძნდა გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 1993 წელს. ტრიბუნალი უფლებამოსილია, განახორციელოს სასამართლო დევნა როგორც იმ პირთა მიმართ, რომლებმაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სარიოზული დანაშაული ჩაიდინეს რუანდის ტერიტორიაზე, ასევე რუანდის მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც ამგვარი დანაშაული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდინეს 1994 წლის 1 იანვრიდან 1994 წლის 31 დეკემბრამდე. წესდების შესაბამისად, ტრიბუნალი განახორციელებს დევნას შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 1) გენოციდი, 2) მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, 3) ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და დამატებითი ოქმების საერთო მე-3 მუხლის დარღვევა. ტრიბუნალთან ერთად პარალელური იურისდიქცია ენიჭება ეროვნულ სასამართლოებს. არც ერთი პირი არ შეიძლება პასუხისმგებლობაში მიეცეს ორივე სასამართლო ორგანოს მიერ. ტრიბუნალი შედეგება შემდეგი ორგანოებისაგან: 1) კამერები (ორი სასამართლო და ერთი სააპელაციო კამერა); 2) ბრალმდებელი (პროკურორის ოფისი); 3) ომის სასამართლო კამერები შედეგება 3 მოსამართლისაგან, სააპელაციო – 5 მოსამართლისგან. მოსამართლეები ირჩევენ თავმჯდომარეს, რომელიც ყოველწლიურად მოხსენებას წარუდგენს გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალურ ასამბლეას. სასჯელის ფორმაა: თავისუფლების აღკვეთა საბყრობილეში მოთავსებით. ტრიბუნალის სამუშაო ენებია ინგლისური და ფრანგული. რთსტ-ის ადგილმდებარეობაა ქ. არუშა (ტანზანია), პროკურატურისა – ქ. კიგალი (რუანდა).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……