საარჩევნო სისტემა

საარჩევნო სისტემა

ნორმების, წესებისა და მეთოდების მოწესრიგებული ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ხელისუფლების არჩევითი და სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წარმოქმნის გზებს, ფორმებსა და მეთოდებს. ს. ს-ის საფუძვლები, როგორც წესი კონსტიტუციით განისაზღვრება და სპეციალური კანონმდებლობით კონკრეტდება. ასეთი სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას საარჩევნო სამართალი ეწოდება. ეს უკანასკნელი არეგულირებს როგორც მის აქტიურ ფორმას, ე.ი. მოქალაქეთა უფლებას არჩევის შესახებ, ასევე მის პასიურ ფორმას, ანუ მოქალაქის უფლებას, იყოს არჩეული. საყოველთაო, თანასწორუფლებიანი საარჩევნო სამართლის არსებობა დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ს. ს. შეიძლება ითვალისწინებდეს ერთსაფეხურიან ან ირიბ, მრავალსაფეხურიან არჩევნებს. ეს უკანასკნელი აისახება, მაგ., აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებისას, რომელსაც ხალხი ირჩევს არა უშუალოდ, არამედ მათ მიერ არჩეული სპეციალური პირების – ამომრჩევლების საშუალებით. ხმათა დათვლისა და კენჭისყრის შედეგად ადგილების მიხედვით გამოარჩევენ მაჟორიტარულ, პროპორციულ და შერეულ ს. ს-ებს. პირველ შემთხვევაში განისაზღვრება ყოველი პარტიის (ორგანიზაციის, მოძრაობის) და მათი ბლოკების მიერ მიღებული ხმების პროცენტი და, შესაბამისად, დეპუტეტების რაოდენობა. მეორე შემთხვევაში ყოველ საარჩევნო უბანში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი ან კანდიდატთა სია, ვინც დააგროვა ხმათა შეფარდებითი ან ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა. შერეული სისტემის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ამჟამინდელი ს. ს.

See also: მაჟორიტარული სისტემა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. electoral system

არჩევნების ჩატარებისა და მისი შედეგების მიხედვით წარმომადგენლობით ორგანოში მანდატების განაწილების წესი. ყველაზე უფრო მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებია გავრცელებული. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნებისას საარჩევნო ოლქში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მოიპოვებს ამომრჩეველთა კანონით დადგენილი ხმების უმრავლესობას. პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, რომელთა მიერ წარმოდგენილ სიებს ეყრება კენჭი და თითოეული პარტიის მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრება საარჩევნო კვოტის, ესე იგი იმ ხმების რაოდენობის მიხედვით, რაც ერთი დეპუტატის ასარჩევადაა საჭირო.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. საარჩევნო სისტემა – Electoral System  – საარჩევნო სისტემა ფართო გაგებით წარმოადგენს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ერთობლიობას, რომელთა საშუალებითაც ხდება სახელმწიფოს არჩევითი ორგანოების ფორმირება. ამ ურთიერთობათა სპექტრი საკმაოდ ფართოა. მასში შედის, როგორც ამომრჩეველთა და კანდიდატთა წრის განსაზღვრის, ასევე არჩევნების ინფრასტრუქტურის საკითხები. (საარჩევნო ერთეულების შექმნა, საარჩევნო ორგანოები და სხვა) და ურთიერთობები, რომლებიც ყალიბდება საარჩევნო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, მისდამთავრებამდე. ვიწრო გაგებით საარჩევნო სისტემა ეს არის სადეპუტატო მანდატების მოპოვებული ხმების შესაბამისად გადანაწილების საშუალება (ანუ ელექტორალური ფორმულა, წარმომადგენლობის ტექნიკა)    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……