საარჩევნო უფლებები

საარჩევნო უფლებები

E. Rights of election

დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა დონის წარმომადგენლობითი ან არჩევითი თანამდებობის დაკომპლექტების წესი, რომელიც შეიცავს შემდეგ პრინციპებს:

საყოველთაო საარჩევნო უფლება – არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილ ასაკს მიღწეულ ყველა პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. საყოველთაო საარჩევნო პრინციპი ითვალისწინებს გარკვეული ცენზების ანუ მოსახლეობის გარკვეულ კლასიფიკაციას, რომელიც ზღუდავს საარჩევნო უფლების მქონე პირთა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. მაგალითად, ასაკობრივი ცენზი, მოქალაქეობის ცენზი;

თანასწორი საარჩევნო უფლება – გულისხმობს ყველა ამომრჩევლისათვის კანონის ფარგლებში თანასწორი უფლებებისა და საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის თანასწორი პირობების შექმნას. ეს პრინციპი უზრუნველყოფილია იმით, რომ თითოეული ამომრჩეველი ფლობს იმდენსავე ხმას, რამდენსაც ნებისმიერი ამომრჩეველი;

პირდაპირი საარჩევნო უფლება – ამომრჩევლის უფლება, უშუალოდ აირჩიოს ან არჩეულ იქნეს წარმომადგენლობით ორგანოში ან არჩევით თანამდებობაზე საარჩევნო კანონმდელობის შესაბამისად, ანუ თითოეული ამომრჩეველი პირადად აძლევს ხმას;

ფარული კენჭისყრა – ამ პრინციპით უზრუნველყოფილია ყოველი ამომრჩევლის ნების გამოხატვის თავისუფლება ყოველგვარი კონტროლისა და ზემოქმედებისაგან;

სუ-ით აღიარებულია ყველა ამომრჩევლის უფლება – უშუალოდ აირჩიოს ან არჩეულ იქნეს წარმომადგენლობით ორგანოში ან სახელმწიფოს არჩევით ორგანოში თანამდებობაზე.

ყოველი საერთაშორისო საარჩევნო პრინციპი ითვალისწინებს ყოველი ადამიანის უფლებას – თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი სახელმწიფოს მმართველობაში. აღნიშნული პრინციპები აღიარებულია საერთაშორისო დოკუმენტებში: ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მიერ რეკომენდებული ნორმების კრებულში არჩევნების ჩატარების შესახებ (2002წ.). აღნიშნული საარჩევნო პრინციპები აღიარებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსშიც.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……