საბაზისო ნავთობი და გაზი

საბაზისო ნავთობი და გაზი – სახელმწიფოსთვის გადასაცემი მოპოვებული ნავთობი და გაზი, რომლის ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება ინვესტორთან დადებული ხელშეკრულებით და ითვალისწინებს: ა) ნავთობისა და გაზის ოდენობას, რომელიც მოიპოვებოდა ინვესტორისთვის გადაცემულ ფართობზე მისთვის ამ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლების მინიჭებამდე; ბ) საბადოს/საბადოების გამოფიტვის პროფილს; გ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ფაქტორს.   Source: საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“, 1999 წლის 16 აპრილი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……