საბანკო გარანტია

საბანკო გარანტია

E. bank guarantee, banker’s guarantee

გარანტია, რომელსაც ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს. ესაა წერილობითი თანხმობა, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად იგი გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს (საკრედიტო დაწესებულებას ან სადაზღვევო ორგანიზაციას) შეთანხმებულ საზღაურს (საქართველოს „სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 879, 880). საერთაშორისო ანგარიშსწორებაში გამოყენებული საბანკო გარანტია ფორმდება საგარანტიო წერილისა და თამასუქზე წარწერის (ავალის) საშუალებით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……