საბაჟო კონტროლი

საბაჟო კონტროლი

E. custom control/superintendence

საბაჟო ორგანოების მიერ მოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საბაჟოზე ტვირთის, სატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა სახის ფასეულობათა მოძრაობისას შესაბამისი კანონმდებლობის დაცვას. იგი მოიცავს: საბაჟო მიზნებისთვის საჭირო დოკუმენტებისა და ცნობების შემოწმებას; საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო შემოწმებას; პირად გასინჯვას; საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას; ფიზიკური პირების ზეპირ გამოკითხვას; აღრიცხვისა და ანგარიშგების შემოწმებას; დროებითი შენახვის საწყობების ტერიტორიისა და სათავსების, საბაჟო საწყობების, თავისუფალი საწყობების, თავისუფალი საბაჟო ზონებისა და უბაჟო ვაჭრობის მაღაზიებისა და სხვა ადგილების დათვალიერებას, სადაც შეიძლება ინახებოდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები, ან/და ხორციელდება საქმიანობა, რომლის კონტროლიც ევალებათ საბაჟო ორგანოებს; კანონმდებლობით განსაზღვრულ კონტროლის სხვა სახეებს (საქართველოს „საბაჟო კოდექსი“, მუხლი 123).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……