საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთი

საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთი

E. the rate of customs due

ა) საქონლის საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის (გარდა საქონლის დროებით შემოტანის ან/და გატანისათვის, ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით საქონლის შემოტანისათვის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოყვანისათვის) – საბაჟო ღირებულების 0,2 პროცენტი;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი ტვირთების საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის:

ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით – ერთ დეკლარაციაზე 100 ლარი;

ბ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით – ერთ დეკლარაციაზე 200 ლარი;

ბ.გ) საზღვაო ტრანსპორტით – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანისათვის ან/და ამ ტერიტორიიდან მისი დროებით გატანისათვის:

გ.ა) 10000 კილოგრამზე ნაკლები წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე – 1 თეთრი;

გ.ბ) 10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე – 100 ლარიდან დამატებით 0,3 თეთრი;

გ.გ) საგამოფენო დანიშნულების საქონლის ყოველ კილოგრამზე – 2,5 თეთრი;

დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 24 საათზე მეტი ვადით შემოსაყვანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის – ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე 10 ლარი („საბაჟო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 5).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……