საგანგებო მდგომარეობა

საგანგებო მდგომარეობა

E. Public emergency

განსაკუთრებული მდგომარეობა, რომლის დროსაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება. ს.მ. ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს სახელმწიფოს მიერ. ერის არსებობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს სხვა ქვეყნის მიერ ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის, სოციალური მღელვარების, ამბოხების, ან შიდა უთანხმოების სხვა გამოვლინებათა გამო, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ქვეყანაში. ტერმინი ს.მ. 1945 წლიდან იხმარება. მან შეცვალა ტერმინები „ომის მდგომარეობა” და „საალყო მდგომარეობა”. ს.მ-ის ცნება შეზღუდული ხასიათისაა. ის არ მოიცავს სტიქიურ უბედურებებს, რითაც ხელისუფლება ხშირად ამართლებს ადამიანის უფლებათა დაცვის შეზღუდვას ს.მ-ის დროს. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მიხედვით წევრი-სახელმწიფოების მიერ ზოგიერთი ნაკისრი ვალდებულების შეჩერების ზომები შემდეგ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს:

1. უნდა იყოს შექმნილი მდგომარეობის ადეკვატური;

2.. არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის სხვა ვალდებულებებს საერთაშორისო სამართლის წინაშე;

3. არ უნდა იწვევდეს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ან სოციალური წარმომავლობის მიხედვით, ვინაიდან ადამიანის ზოგიერთი უფლება ხელშეუვალია.

See also: ხელშეუვალი უფლებები

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. Public emergency

სახელმწიფოში შექმნილი განსაკუთრებული მდგომარეობა, როცა მისი ინტერესები საფრთხეშია. სახელმწიფო ოფიციალურად აცხადებს საგანგებო მდგომარეობის შესახებ ისეთი მოვლენების დროს, როგორებიცაა:სამხედრო ოკუპაცია, სოციალური არეულობა, აჯანყება და სხვა შიდა არეულობა, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოში არსებულ მართლწესრიგს. საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც ცხადდება სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში:

„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ (1997 წ.) საქართველოს კანონის შესაბამისად: „მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევაში, როცა სახელმწიფოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას. საგანგებო მდგომარეობის მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა“ (1-ლი მუხ.)

სმ-ს სახელმწიფომ შეიძლება შეზღუდოს გარკვეული უფლებების მოქმედება. ასეთი შეზღუდვების დაწესება უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისოსამართლებრივ ვალდებულებებს

საქართველოში გადაწყვეტილებას უფლებათა შეზღუდვის შესახებ იღებს პრეზიდენტი, კონსტიტუციის 46-ე მუხლის შესაბამისად, რომელსაც წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 48 საათისა. დაუშვებელია ხელშეუხებელი უფლებების შეზღუდვა.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

E. the state of emergency

დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……