საერთაშორისო მიგრაცია

საერთაშორისო მიგრაცია

მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება სახელმწიფოებს შორის, რომელიც საგრძნობლად ცვლის განსახლების საერთო სურათსა და ცალკეული ქვეყნების მოსახლეობის დემოგრაფიულ, სოციალურ და რასობრივ-ეთნიკურ სტრუქტურას. ს.მ. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიგრაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური (მათ შორის ეთნიკური წმენდა და გენოციდი), ისე ეკონომიკური (მატერიალური პირობების გაუმჯობესება), რელიგიური, სოციალურ-კულტურული, ბუნებრივ-ეკოლოგიური და სხვ. განხორციელების ფორმის მიხედვით გამოყოფენ ნებაყოფლობით და იძულებით მიგრაციებს, ხოლო დროითი განზომილებით – მუდმივსა და დროებითს. გლობალიზაციის ეპოქაში, როცა კომპლექსურმა ურთიერთდამოკიდებულებამ და ტრანსნაციონალიზაციამ საყოველთაო ხასიათი მიიღო, ს.მ. მასობრივ მოვლენად იქცა. მიგრაციისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებაა და ადამინის უფლებების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამიტომ დემოკრატიულ სახელმწიფოს არა აქვს უფლება თავის მოქალაქეებს აუკრძალოს ემიგრაციაში წასვლა. მეორე მხრივ, დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის უმწვავესი პრობლემა გახდა უკონტროლო, არალეგალური მიგრაცია მესამე სამყაროს ქვეყნებიდან, რამაც უამრავი სიძნელე შექმნა და იძულებული გახადა აღნიშნული ქვეყნები, მკვეთრად შეეზღუდათ იმიგრაცია.

See also: მიგრაცია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……