საერთაშორისო რეჟიმი

საერთაშორისო რეჟიმი

მოლოდინების, ინტერესების, პრინციპების, ნორმების, წესებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ერთობლიობა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების მოცემულ სფეროში მოქმედებს და რომელზეც საერთაშორისო პროცესების მონაწილეები თანხმდებიან. ამ თანხმობის საფუძველია ამა თუ იმ სფეროში თანამშრომლობის ინტერესი. რეჟიმების თეორია საერთაშორისო ურთიერთობებში მჭიდროდაა დაკავშირებული ურთიერთდამოკიდებულების ცნებასთან (იხ. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია) და ლიბერალურ ინსტიტუციონალიზმთან. ს.რ-ის შექმნამ შეიძლება ინტეგრაციის პროცესებამდე მიგვიყვანოს. რეჟიმების შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, რეალისტების აზრით, აუცილებელია ჰეგემონური სტაბილურობა, რომლის პირობებშიც რომელიმე დიდი სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს რეჟიმის შექმნასა და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. მეორე მხრივ, ნეოლიბერალები ამტკიცებენ, რომ ჰეგემონის როლი მხოლოდ რეჟიმის შექმნისას არის გადამწყვეტი, მაგრამ თუ რეჟიმი შეიქმნა, მაშინ ის საკუთარ ფუნქციონირებას თავადვე უზრუნველყოფს და ჰეგემონის ჩარევა აუცილებელი აღარაა. ს.რ-ების ტიპებია: უსაფრთხოების, გარემოს დაცვითი, კომუნიკაციისა და ეკონომიკური რეჟიმები. ს.რ-ის მაგალითია ბრეტონ-ვუდსის სისტემა, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა.

See also: კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……