საერთაშორისო სისხლის სამართალი

საერთაშორისო სისხლის სამართალი

E. International criminal law

პრინციპებისა და ნორმების სისტემა, რომელიც არეგულირებს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას, დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების, გამოძიებისა და დასჯის მიზნით. სსს არის საერთაშორისო საჯარო სამართლის შემადგენელი ნაწილი და, ამავე დროს, მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოთა ეროვნულ სისხლის სამართალთან. სსს მოიცავს სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის საპროცესო და სისხლის სამართლის აღმასრულებელ ნორმებს. საერთაშორისო სამართლის საერთო პრინციპებთან ერთად, სსს-ს ახასიათებს სპეციფიკური პრინციპები: სამხედრო დამნაშავეებთან და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადის გამოუყენებლობა და სხვ. სსს-ის წყაროებია უნივერსალური და რეგიონალური საერთაშორისო ხელშეკრულებები, აგრეთვე სახელმწიფოებს შორის დადებული ორმხრივი შეთანხმებები სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……