საერთაშორისო ურთიერთობის სოციოლოგია

საერთაშორისო ურთიერთობის სოციოლოგია

სოციოლოგიის დარგი,რომელიც სწავლობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობას: თანამშრომლობის, თანაარსებობის, ურთიერთგაგების, კონფლიქტის, კოლონიზაციის და ა.შ. სოციოლოგიურ ასპექტებს. ს.უ.ს-ის მთავარი ამოცანაა ახსნას სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის არსებობის მიზეზები, შეიმუშაოს მისი გადაჭრის გზები და მეთოდები, დასახოს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ისეთი რაციონალური ფორმები, რომლებიც ემყარება ჰუმანიზმის, თანასწორობის, მშვიდობიანი თანაარსებობის, ურთიერთდახმარებისა და ურთიერთპატივისცემის აღიარებულ პრინციპებს. თანამედროვე პირობებში, როცა მასობრივი განადგურების საშუალებების არსებობა საფრთხეს უქმნის კაცობრიობას, ს.უ.ს-ის ფოკუსში ექცევა ისეთი საკითხები, როგორიცაა საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების სისტემის უზრუნველყოფის, განიარაღების, საერთაშორისო ტერორიზმის, ეკოლოგიური კრიზისის, სეპარატიზმის დაძლევის სოციალური საკითხები, ახალი პოლიტიკური აზროვნების დამკვიდრება, ინტერნაციონალიზაცია და გლობალიზაცია, რაც ორიენტირებულია ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე. ს.უ.ს-ის კვლევის მეთოდებია: სტრუქტურულ-ფუნქციური ანალიზი (ა. ეტციონი), სოციალურ-ფსიქოლოგიური ანალიზი (ი. გალტუნგი), ლიბერალურ-დემოკრატიული მიდგომის მეთოდი (ჩ. ნილსი), სისტემური კვლევისა და მოდელირების მეთოდი, შედარებით-ისტორიული მეთოდი, თამაშისა და ოპერაციონალიზმის მეთოდი და ა.შ.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……