საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ვადა

საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ვადა

E. Terms of international treaty

დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც საერთაშორისო ხელშეკრულების დაცვა სავალდებულოა მხარეებისათვის. უმრავლეს შემთხვევაში ხელშეკრულება თვითონვე ადგენს მოქმედების ვადას, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ვადით (მაგ., ერთი, ორი, ათი და ოცდახუთი წლით), განუსაზღვრელი ვადით ან უვადოდ, საერთაშორისო ხელშეკრულებათა დიდი ნაწილი იდება განსაზღვრული ვადით და შეიცავს სპეციალურ დებულებას მისი მოქმედების გაგრძელების შესახებ. ამგვარ ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება განაგრძობს მოქმედებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდგომი ვადით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ოფიციალურად არ განაცხადებს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის სურვილს მისი მოქმედების ვადის გასვლისთანავე (დენონსაცია). არის ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც მათი ობიექტის ხასიათის გამო არ შეიცავს დებულებებს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ასეთია, მაგალითად, ხელშეკრულებები დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ, ხელშეკრულებები სახელმწიფო საზღვრის დადგენის შესახებ და სხვ.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……