საერთო ეკონომიკური ინტერესის მომსახურებანი
E. Services of General Economic Interest
საერთო ეკონომიკური ინტერესისაა ის კომერციული მომსახურებანი, რომლებსაც ხელისუფლების ორგანოების მიერ განსაკუთრებული ვალდებულებები ეკისრებათ (ევროგაერთიანების ხელშეკრულების 86-ე მუხლი). ამ სახის მომსახურებებს პირველ რიგში ტრანსპორტი, ენერგეტიკა და კომუნიკაციები მიეკუთვნებიან. ევროგაერთიანების ხელშეკრულების 86-ე მუხლის თანახმად, საწარმო-დაწესებულებები, რომელთაც საერთო ეკონომიკური ინტერესის მომსახურების შესრულება ეკისრებათ, ექვემდებარებიან ხელშეკრულების კონკურენციასთან დაკავშირებულ დებულებებს, ოღონდ ისე, რომ ამან ხელი არ შეუშალოს მათ თავიანთი ფუნქციების განხორციელებაში \nამსტერდამის ხელშეკრულებით ევროგაერთიანების ხელშეკრულებაში ჩაიწერა ახალი მე-16 მუხლი, რომელიც ადასტურებს საერთო ეკონომიკური ინტერესის მომსახურებათა მნიშვნელობას ევროპის კავშირის შიგნით რეგიონთა სოციალური და ეკონომიკური ურთიერთგათანაბრების ხელშეწყობაში. მე-16 მუხლი ასევე ადგენს, რომ ამ სახის მომსახურებები უნდა დაეფუძნონ იმ პრინციპებსა და პირობებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემენ მათ, შეასრულონ თავიანთი ფუნქციები.
Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]
…
….
….
იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე
შიდა ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP- იურიდიული მომსახურებები
გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით; 2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი
……