საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადახდის წესი

საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის გადახდის წესი

E. the rule of paying tax on motor road for general use

გადასახადის გადამხდელები ვალდებულნი არიან საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს თავიანთი ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგინონ საგადასახადო დეკლარაცია ყოველი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე და ამავე ვადაში ჩარიცხონ გადასახდელი თანხა დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის მიერ მითითებულ რაიონში, ქალაქში ან ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში ამ დანიშნულებით გახსნილ სატრანზიტო ანგარიშზე. საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადის საანგარიშო პერიოდად ითვლება კალენდარული კვარტალი („საქართველოს საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……