სავაჭრო წარმომადგენელი

სავაჭრო წარმომადგენელი

E. trade/commercial delegate/representative

1. პირი, რომელიც საქონლის, უფლებებისა და მომსახურების რეალიზაციის ურთიერთობებში შუამავლობს ან დებს გარიგებებს სხვა საწარმოთა სახელითა და ხარჯით, ისე, რომ თვითონ დასაქმებული არაა ამ საწარმოში;

2. დამოუკიდებელი მოვაჭრე, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელითა და ხარჯით, თუმცა უპირატესად იმყოფება სხვა საწარმოს სავაჭრო ორგანიზაციის შემადგენლობაში ისე, რომ მოზიდული მუდმივი კლიენტურა სხვა საწარმოს განეკუთვნება და ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ ეს კლიენტურა მას რჩება (საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხლი 11).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……