საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

E. Public Health

საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ითვალისწინებს ევროგაერთიანების ხელშეკრულების 152-ე მუხლი, რომელიც დაემატა ევროგაერთიანების ხელშეკრულებას მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად. ამ მუხლში ნათქვამია, რომ გაერთიანება იმოქმედებს, რათა თავიდან აიცილოს სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის, ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაც, მათი გამომწვევი და გავრცელების მიზეზების კვლევისა და, ასევე, შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებისა და განათლების გზით \n152-ე მუხლის მიხედვით, ევროგაერთიანება მიმართვას ზომებს, რომლებიც ავსებენ წევრ სახელმწიფოთა ქმედებებს ამ სფეროში. უმთავრესი კი, ამ მხრივ, წევრ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის წახალისებაა სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად \nმინისტრების საბჭო იღებს წამახალისებელ ზომებს თანაგადაწყვეტილების პროცედურის საფუძველზე, ხოლო კომისიის წინადადების საფუძველზე რეკომენდაციები მიიღება კვალიფიციური უმრავლესობით. ამსტერდამის ხელშეკრულებამ განავრცო თანაგადაწყვეტილების პროცედურის გამოყენება და მოიცვა ღონისძიებები, რომლებიც ადგენენ ადამიანის ორგანოების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს და აგრეთვე, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სფეროები.

Source: ევროპის კავშირი: პოლიტიკა და მმართველი ორგანოები – ცნობარი / შემდგ.: ბიძინა ჯავახიშვილი; რედ.: ნანა ლოლაძე – თბ., 2003 – 64გვ.; 26სმ. – ISBN 99928-0-723-7: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……