სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის წესი

სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის წესი

E. the rule for paying tax on playing business

წამახალისებელი გათამაშებისა და ლატარიების მომწყობნი ვალდებულნი არიან ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებში წარადგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული დეკლარაციის ფორმა და გადაიხადონ გადასახადი არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა; სამორინეს მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები გადასახადს იხდიან გადახდის ნიშნების (მისამაგრებელი ნიშნები, რომელიც ადასტურებს გადასახადის გადახდას) მეშვეობით, რომელსაც იძენენ საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე ადგილობრივი საგადასახადო ორგანოსაგან.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……