საკონტრაქტო ფასი

საკონტრაქტო ფასი – ყიდვა – გაყიდვის გარიგებაში ფიქსირებული ფასი, მათ შორის  საგარეო ვაჭრობის ოპერაციებში საკონტრაქტო ფასი არის რეალური გარიგების ფასი, ამიტომ ის წარმადგენს ყველაზე სარწმულო ინფორმაციას ფასებზე. ამავე მიზეზით, როგორც წესი, ის წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოს. საგარეო ვაჭრობის საკონტრაქტო ფასი შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს შიდა ფასებისგან, აგრეთვე პრეისკურანტისა და კატალოგის ფასებისგან. შიდა საბითუმო ფასების საკონტრაქტო ფასში გადასაანგარიშებლად და პირიქით, გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის საექსპორტო დანამატი და დიფერენცირებული სავალუტო კოეფიციენტები. კონტრაქტის პირობებთან დამოკიდებულებით, საკონტრაქტო ფასი შეიძლება იყოს მყარი, ანუ კონტრაქტის ხელმოწერის მომენტში გარკვეულ დონეზე დაფიქსირებული; ფასი შემდგომი ფიქსაციით, –  რომელიც ხორციელდება მხარეთა მიერ კონტრაქტში შეთანხმებულ ვადებში და გარკვეული შეთანხმებული წყაროების საფუძველზე; მცურავი –  იცვლება კონტრაქტის მოქმედების  პერიოდის განმავლობაში მხარეთა მიერ შეთანხმებული ფასების ცურვის ფორმულის შესაბამისად.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……