სალიცენზიო მოსაკრებელი

სალიცენზიო მოსაკრებელი – ლიცენზიის მაძიებლისათვის კანონით განსაზღვრული ოდენობით დაკისრებული გადასახდელი.   Source: საქართველოს კანონი „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, 2000 წლის 15 სექტემბერი, მუხლი 3;   ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, რომელსაც ლიცენზიის მაძიებელი იხდის კანონით დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სალიცენზიო მოსაკრებლით გაითვალისწინება ლიცენზიის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები.   Source: საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, 2005 წლის 24 ივნისი, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……