სამართლებრივი სისტემა

სამართლებრივი სისტემა

E. legal system

სხვადასხვა სახელმწიფოში მოქმედი სამართლის ნორმები და ინსტიტუტები, რომლებიც ერთიან ზოგად პრინციპზეა დამყარებული და გამსჭვალულია ერთიანი სულისკვეთებით. ამ ნიშნით მეცნიერებაში მიღებულია სამართლის დაყოფა შემდეგ სისტემებად, ანუ ოჯახებად: კონტინენტალური, ანუ რომანულ-გერმანული, ანგლოსაქსონური, ანუ ანგლოამერიკული და მუსლიმანური. ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ ხოლმე ე.წ. „სოციალისტური სახელმწიფოების“ სამართლის სისტემას. საქართველოს სამართალშემოქმედებითი საქმიანობა სამართლის კონტინენტალურ სისტემაზეა ორიენტირებული, თუმცა მას მდიდარი ეროვნული ტრადიციებიც აქვს.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……