სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭო

სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭო – არასამთავრობო სამეცნიერო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო კავშირებს, ეროვნულ სამეცნიერო დაწესებულებებსა და საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების სამეცნიერო ასოციაციებს. მისი ისტორია იწყება აკადემიის საერთაშორო ასოციაციიდან (რომელიც დაარსებულია 1899 წ; წევრებს შორის – პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია), რომელიც 1918 – 19 –  –  –  გარდაიქმნა საერთაშორისო კვლევით საბჭოდ, ხოლო 1931 წელს  – სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭოდ. აერთიანებს 20 საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციასა და სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ სამეცნიერო დაწესებულებას. ხელს უწყობს საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამების, სამეცნიერო კონგრესების და ა. შ., ჩატარებას. სამეცნიერო კავშირების საერთაშორისო საბჭოს სისტემაში მოქმედებს სამეცნიერო და სპეციალური კომიტეტები: ანტრაქტიდული გამოკვლევების, წყლის კვლევის, გარემო პირობების პრობლემების და სხვ.,  სამეცნიერო კომიტეტები. აქვს გაეროს, იუნესკოს, ჯანმოს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს, ასევე გაეროს სავაჭრო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კონსულტანტის სტატუსი.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……