სამთავრობო დაწესებულება

სამთავრობო დაწესებულება

E. government institution

საქართველოს კანონმდებლობით, დაწესებულება, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას, როგორც კანონით ან კანონის საფუძველზე დაკისრებულ ძირითად ამოცანას. სამთავრობო დაწესებულებებია: სამინისტროები, სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო დეპარტამენტი, სახელმწიფო ინსპექციები. სამთავრობო დაწესებულებას აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. სამთავრობო დაწესებულება გამოსცემს აქტებს, ასრულებს მოქმედებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონსტიტუციის, სხვა კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად (საქართველოს 1997 წლის 15 აპრილის კანონი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ, მუხლი 4-6).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……