სამი სტადიის კანონი

სამი სტადიის კანონი

ო. კონტის მიერ ფორმულირებული ისტორიულ–სოციოლოგიური კანონი, რომლის თანახმადაც, ცნობიერება და საზოგადოების ზოგადი ფორმა გადის სამ სტადიას, რომელთაგან თითოეული შეესაბამება ცოდნისა და მსოფლმხედველობის გარკვეულ ტიპს. პირველ – თეოლოგიურ სტადიაზე, ცოდნა განმსჭვალულია „თოლოგიური“ კონცეფციებით. გონება მოვლენის ახსნას ცდილობს ზებუნებრივი ძალების, ღმერთების ზემოქმედებით. ამ სტადიას შეესაბამება საზოგადოება, სადაც ქურუმები და მონარქები ბატონობენ; მეორე – ეს არის „მეტაფიზიკური“, სპეკულაციური ცოდნის სტადია, რომელიც დაკავშირებულია სოციალური კრიტიციზმის ეპოქასთან, აგრეთვე პოლიტიკურ გადატრიალებასა და რევოლუციასთან. მეტაფიზიკური მსოფლმხედველობა, კონტის აზრით, თეოლოგიურის სახეცვლილებაა. აქ ყველა მოლენის საფუძველს აბსტრაქტული, მეტაფიზიკური არსებები შეადგენენ. მესამე – პოზიტიური მეცნიერული ცოდნის თანამედროვე ერა. ეს არის „ საიმედო“ ცოდნის ეტაპი, რომელშიც, როგორც კონტი იმედოვნებდა, მოხდება სოციალური რეორგანიზაცია რაციონალური მართვისა და „რელიგიური ჰუმანიზმის“ საფუძველზე. საზოგადოებას უხელმძღვანელებენ მრეწველები და ბანკირები, რომლებიც განსწავლულნი იქნებიან სოციოლოგიაში, მართვის ხელოვნებაში. ახალ ერას კონტი უწოდებდა „პოზიტიურს“, საპირისპიროდ „ნეგატიური“, სპეკულატური „მეტაფიზიკური“ ერისა. პოზიტიური ერის საზოგადოებაში დამკვიდრდება ახალი მეცნიერული მორალი, თავისუფლება გამოვა ბუნების კანონების შესაბამისი მოთხოვნებიდან სოციოლოგიის მიერ გამოვლენილი კანონების შესაბამისად.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……